ჩამოტვირთვა

გურამ რჩეულიშვილის ენის ზოგი თავისებურება

სტატია შეეხება გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებთა ენობრივ თავისებურებებს. აღნიშნულია, რომ მწერლის თხზულებებისათვის დამახასიათებელია თხრობის უჩვეულო სილაღე, გამოკვეთილი სტილი, დახვეწილი აზროვნება. იგი წერს საოცრად ტევადი ემოციური ფრაზებით. ასევე, თვალნათლივ არის წარმოდგენილი რიტმული პროზისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ბგერათა, ზმნისწინთა განმეორება ელიფსური კონსტრუქციები. მწერლის მოთხრობებსა და ნოველებში თითქმის არ გვხვდება დიალექტიზმები. სულიერად მახლობელი და კარგად შერჩეული ლამაზი ქართული გვარსახელები კი მის უმშვენიერეს ნაწარმოებებს ექსპრესიულობას მატებს. ზოგადად, მღელვარებისა და შინაგანი განცდების გამოხატვას მწერალი მონოლოგიური თხრობით აღწევდა. თუმცა ზოგი ნოველა მხოლოდ დიალოგის ფორმითაა დაწერილი.

ლეილა აბზიანიძე, მარინე ქაცარავა

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება