ჩამოტვირთვა

ღვთიური თუ სატანური ?! (სწორფრობა მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელოს“ მიხედვით)

სტატიაში საუბარია ძველი ხევსურული ტრადიციის უნიკალურ ფენომენზე - სწორფრობაზე, რომელიც გულისხმობს ქალ–ვაჟს შორის სასიყვარულო ურთიერთობის მკაცრად განსაზღვრულ დოგმებს. ადათის მიხედვით, სწორფერთა „წოლა-დგომაში“ „კაც-დიაცობა“ გამორიცხულია. ლიტერატურაში სწორფრობის ტრადიციის არაადეკვატური ასახვის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითადაა დასახელებული მ. ჯავახიშვილის „თეთრ საყელო“. ამ უძველესი ადათის მკვლევარნი ერთხმად აღიარებენ, რომ მ. ჯავახიშვილი სწორფრობაში სამწუხაროდ, რომანტიკულსა და ამაღლებულს ვერაფერს ხედავს. ასეც არის. მ. ჯავახიშვილი სწორფრობას „მეტად ინტიმურსა და უზნეოს“ უწოდებს. სწორფრობასა და წაწლობას იგი იდენტურ ცნებებად მოიაზრებს და წაწლობას სწორფრობის ლიტერატურულ ტერმინად მიიჩნევს. უნდა ითქვას, რომ მწერალს არაფერი დაუმახინჯებია. იგი ამ უძველეს წეს-ჩვეულებას კარგად იცნობს, მაგრამ, რამდენადაც ადათში წყვილების ცდუნების დიდ საფრთხეს ხედავს, ამიტომაც არ მიაჩნევს მართებულად სწორფრული წყვილის დაყენება ამგვარი საცდურის წინაშე. ჩვენი აზრით, მ. ჯავახიშვილმა „თეთრ საყელოში“ აღწერა არა ხევსურული სწორფრობა - სადარ-მხვედრობა, შეუბილწავი სიყვარული და მეგობრობა, არამედ, უკვე შერყვნილი, სახეცვლილი ე. წ. არაგვული სწორფრობა.

მანანა ჭიჭინაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება