ჩამოტვირთვა

არქიტექსტი როგორც კონცეპტუალური კონსტრუქტი და ინტერტექსტუალურობა

სტატიაში განხილულია ურთიერთმიმართება, რომელიც გარდაუვლად უნდა არსებობდეს კომუნიკაციური სივრცის ისეთ ორ ასპექტს შორის როგორიცაა ჟანრი და ტექსტი. სწორედ ხსენებული მიმართების თეორიულ გააზრებას ეძღვნება ჩვენს მიერ ამ სტატიაში აგებული ის მეთოდოლოგიური სისტემა, რომელიც შედგება სამი სტრუქტურული კომპონენტისაგან: ინტერდისციპილინარულობისაგან, ინტერპარადიგმულობისაგან და ანალოგიის პრინციპის იმ გამოყენებისაგან, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ინტერტექსტუალურობისა და სინერგიულობის პარადიგმათა ურთიერთდაკავშირება ინტერდისციპილინარულობის მთლიან სივრცეში. როგორც ცნობილია ინტერტექსტუალურობის იდეის თანახმად ყოველი ტექსტი არის ინტერტექსტი, ანუ პრეცენდენტულად არსებული ტექსტების ციტირება. ტექსტები თითქოსდა „მისდევენ“ ერთმანეთს დროში და დროში ამგვარი ურთიერთმიდებვნება ქმნის მთელი ურთიერთციტირების საფუძველს. ამ შენთხვევაში საქმე გვაქვს ტექსტობრიობისთვის რელევანტური დროის წმინდა ჰორიზონტალურ ხედვასთან. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ არსებობს ვერტიკალური ინსტანციაც, მაშინ ეს ინსტანცია უნდა ატარებდეს ტექსტობრივ ხასიათს და უნდა წარმოადგენდეს ტექსტობრივ ფენომენს. როგორც ვხედავთ, საქმე ეხება სწორედ ინტერტექსტუალურობას როგორც პარადიგმულ პრინციპს, თუმცა უკვე არქიტექსტის ფენომენთან მჭიდრო და ორგანულ კავშირში, რადგან სწორედ არქიტექსტი როგორც კონცეპტუალური კონსტრუქტი გვევლინება იმ მეთოდოლოგიურ საშულალებად, რომელსაც ძალუძს ლოგიკურ ბოლომდე მიიყვანოს კომუნიკაციის ჟანრობრივ და ტექსტობრივ განზომილებათა ინეტრტექსტუალური გააზრების აუცილებლობა.

ეკატერინე ჯულაყიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება