ჩამოტვირთვა

შიშის ფერი ესქილეს ტრაგედიებში

შიში ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს როგორც ხელის შემშლელი, ასევე ხელის შემწყობი და წარმატების მომტანი ფაქტორი. იგი ისეთი ადამიანური ემოცია არის, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის საქციელს, მის სხვადასხვა გამოვლინებას ხშირ შემთხვევაში ბედს, ცხოვრების წესსა და გზას. მხატვრულ ლიტერატურაში შიშის კატეგორიის ეფექტური გამოხატვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. ავტორები სხვადასხვა გზას მიმართავენ სათქმელის უკეთ გადმოსაცემად. მათ შორის ვხვდებით ფერის კატეგორიის, როგორც ემოციის მსაზღვრელად გამოყენებას. ბერძნულ ტრაგედიაში, კონკრეტულად, ესქილესთან ფერის ფუნქციის შესწავლა ცხადყოფს კავშირს ფერსა და მითს, ფერსა და რიტუალს, ფერსა და ემოციას შორის. ჩემს სტატიაში მოყვანილი მაგალითები ცხადყოფენ ფერის მნიშვნელობას შიშთან კავშირში. ესქილეს მიერ გამოყენებული შავი ფერი განსაზღვრავს შიშს კონკრეტულ და მეტაფიზიკურ ასპექტებში. შესაბამისად, გვიხატავს ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას და სირთულეს.

მარიამ ნემსაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება