ჩამოტვირთვა

ადამიანის უფლებების ქმედითუნარიანობა და ღირებულება

თვით სახელი - ადამიანის უფლებები თავისთავში მოიცავს სამართლის როგორც იდეას, ისე ცნებას. ეს უფლებები დადგენილია სახელმწიფოების მიერ და მოცემულია მის სხვადასხვა კანონში - ძირითადად და უფრო მეტად კონსტიტუციებში. ზოგადად, კანონები ცალკეული სახელმწიფოების მიერ არის გატარებული და ძალაში შეყვანილი, ხოლო მათი შინაარსი განსაზღვრულია როგორც ეროვნული ხასითით, ისე ერისა და სახელმწიფოს ისტორიული თუ სოციალ-პოლიტიკური განვითარების დონით. იურიდიული სამართალი შესაბამისად არის სამართალი, რომელიც ცალკეულს (სახელმწიფოსა თუ ადამიანს) კანონების საშუალებით მიენიჭება. შესაბამისად, მისი გამოყენება დამოკიდებულია ცალკეულის ავტორიტეტზე - იქნება ეს სახელმწიფო თუ რომელიმე მმართველი. ამიტომ თავისთავში ის მუდმივად ატარებს შემთხვევითობისა და სუბიექტურობის ელემენტს. შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, საყოველთაოდ უსამართლოსაც შეიძლება სავალდებულო იურიდიული კანონის სახე ჰქონდეს. ადამიანის უფლებები კი სხვა სახის არის, რადგან ჩვენ მაშინაც ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, როცა რომელიმე სახელმწიფოში შესაბამისი კანონები ან საერთოდ არ არსებობს, ან, თუ ფორმალურად არსებობს ძალა და რაც მთავარია ქმედითობა და ღირებულება არ გააჩნია. კანონი კი, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, ღირებულება და ქმედითობა რომ გააჩნდეს, ის როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მიერ უნდა იყოს აღიარებული, უფრო მეტიც, მოქალაქეებმა და სახელმწიფომ ერთმანეთი უნდა აღიარონ: ა) მოქალაქეებმა ერთმანეთი, როგორც თანაბარუფლებამოსილნი და სახელმწიფო, როგორც მათი უფლებების და თავისუფლებების გარანტი, ხოლო, თავის მხრივ, ბ) სახელმწიფომ მოქალაქეები, როგორც თავისუფლები და უფლებამოსილნი თავისუფალი ურთიერთქმედებებისათვის, სწორედ ამ შემთხვევაში იქნება ადამიანის უფლებები დაცული და მათ ექნებათ ქმედითუნარიანობა და საყოველთაო ღირებულება.

მამუკა ბერიაშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება