ჩამოტვირთვა

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული მდგომარეობა

სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი ეკონომიკის წამყვანი დარგია, რომელზეც არსებითადაა დამოკიდებული ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის დონე. მსოფლიოს
თითქმის ყველა ქვეყანაში ენერეგეტიკული დარგი საჭიროებს განახლებას და წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ცნობილია, რომ მთელი მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოები ცდილობენ ქვეყნის ტრადიციული ენერგეტიკის განახლებადი ენერგეტიკით ჩანაცვლებაზე. განახლებადი ენერგეტიკის რესურსების პირდაპირი გამოყენება და ელექტროენერგიის წარმოება დიდი მოცულობის ინვესტიციებს მოითხოვს. ნაშრომში განხილულია დიდი მსოფლიოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის პატარა ნაწილის, საქართველოს ენერგეტიკული მდგომარეობა 2005-2013 წლებში. ქვეყნის ენერგეტიკამ უკანასკელი 10 წლის მანძილზე განიცადა სტრუქტურული, კორპორატიული ცვლილებები, გატარდა რესტრუქტურიზაცია, ჩამოყალიბდა სრულად თაამედროვე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ენერგოკომპანიები, რომლებიც საქმიანობენ საბაზრო პირობებში კონკურენტულ გარემოში. თვალნათლივ გადმოცემულია
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მდგომარეობა, არსებული რესურსები, ელექტროენერგიის წარმოების, ნავთობის და გაზის მოპოვება-ტრანზიტის მონაცემები, საუბარია განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინვესტიციების თაობაზე. ნაშრომის დასასრულს მოცემულია რჩევები ალტერნატიული ენერგიის გამოყენება-მოხმარებაზე სწრაფად და დროულად გადასვლის აუცილებლობაზე.

გივი კუბლაშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება