ჩამოტვირთვა

სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისა და პრევენციის საკითხები

უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების პათოგენეზის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები, რაც აღნიშნული სიმსივნური პათოლოგიების მზარდი სიხშირით არის განპირობებული. ცნობილია, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნურ ტრანსფორმაციას განაპირობებს რისკ-ფაქტორების დიდი ჯგუფი, აღსანიშნავია: 1. ჰორმონული დარღვევები. 2. გენეტიკური წინასწარგანწყობა. სარძევე ჯირკვლის კიბო ვლინდება შეზღუდულად მოძრავი, მკვრივი სიმსივნით. გვიან სტადიაზე აღინიშნება დვრილის ჩაწევა, კანის ინფილტრაცია, დაწყლულება, ჯირკვლის შეშუპება სიმსივნის ზონაში. უკანასკნელ წლებში დანერგილი იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა იძლევა საშუალებას სარძევე ჯირკვლის კიბოს პროგნოზისა და მკურნალობის როგორც მეთოდის, ასევე შემდგომი რეციდივის განსაზღვრისათვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას: დროულ (30 წლამდე) მშობიარობას, სკრინინგ - პროგრამას, ცხოვრების ჯანსაღ წესს.

მაგული ჩხობაძე, ბერდია ბერძენიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება