ჩამოტვირთვა

ერთი დოკუმენტი ოსმალეთში გურიის დედოფლის – სოფიო გურიელის ცხოვრებიდან

თურქეთის რესპუბლიკის არქივებში დაცულ დოკუმენტებში რამდენიმე ხელნაწერი უკავშირდება გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის მეუღლის დედოფალ სოფიო გურიელის სახელს. სტატია ეხება ერთ-ერთ ხელნაწერს (HAT-01090/44291-R-00001) (ჩვენს ხელთ არის დოკუმენტის ასლი), რომელიც ქვეყნდება პირველად. ხელნაწერი შეიცავს დედოფალ სოფიო გურიელის წერილს, რომელსაც იგი უგზავნის ოსმალეთის ვეზირს. დედოფალი ვეზირს სთხოვს სულთანთან შუამავლობასა და დახმარებას გურიის სამთავროს აღდგენასა და მთავრის უფლებების დაბრუნებაში. მასში ჩანს ოსმალეთს შეფარებული ქართველი დედოფლის დაუმორჩილებელი სული, ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ხელნაწერი არის ერთი გვერდი, კალიგრაფიულად საშუალო დონისა, გაკრული ხელით, მაგრამ შედარებით ლამაზად ნაწერი. ზოგიერთი ასონიშანი ცოტა ბუნდოვანია, თუმცა ამოკითხვა შეუძლებელი არ არის. იგი საინტერესოა როგორც ისტორიული და კალიგრაფიული ასპექტით, ისე ენობრივადაც.

რუსუდან საღინაძე, ჰარუნ ჩიმქე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება