ჩამოტვირთვა

ზაქარია ჭიჭინაძე მაჰმადიან ქართველთა ენობრივი კომპეტენციისა და ეროვნული იდენტობის შესახებ

სტატიაში საუბარია ზაქარია ჭიჭინაძის თვალსაზრისზე საქართველოს ისტორიულ კუთხეებში (კლარჯეთი, შავშეთ-იმერხევი, ერუშეთი, ლაზეთი, სპერი, კოლა, ტაო...) მცხოვრები მაჰმადიანი ქართველების ეროვნული ცნობიერებისა და ენობრივი კომპეტენციის შესახებ რუსული მმართველობის პერიოდში, 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ. 1889–1892 წლებში ზ. ჭიჭინაძემ რამდენჯერმე მოიარა ფეხით აჭარისა და სამხრეთ საქართველოს მაჰმადიანი ქართველებით დასახლებული 350-მდე სოფელი. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მაჰმადიანი ქართველები „წმინდად იცავენ თავიანთ ქართველობას. კაცი რაც უფრო შორდება ზღვის ნაპირს და შორს მიდის, იმდენად უფრო სუფთად არის დაცული და შენახული ქართული ენა …” ზ. ჭიჭინაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას დიდი ეროვნულ-კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მისი მიზანი სხვადასხვა კუთხისა და განსხვავებული აღმსარებლობის ქართველთა ერთიანობა
იყო.

მაია მიქაუტაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება