ჩამოტვირთვა

სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისა და სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები საქართველოში

საქართველოში მიმდინარე რეფორმები უდიდეს ძალისხმევასა და სათანადო ინტელექტუალურ პოტენციალს მოითხოვს, რომელიც მიმართული უნდა იყოს როგორც საკანონმდებლო თუ სტრუქტურულ, ისე მსოფლმხედველობით ცვლილებებზე. ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების რეალური ფორმირება და საჯარო მმართველობის სრულყოფა ბევრადაა დამოკიდებული ღირებულებების, პრინციპების აპრიორზე დაფუძნებული ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოებრივი მართვის ფილოსოფიის ცვლილება, მასში თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდებისა და პრინციპების ინტეგრირება, ინოვაციური მიდგომების გამოყენება და ა.შ., რაც უფრო აღქმადს გახდის ხელისუფლების ქმედებებს საზოგადოების წევრებისათვის. თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს წრეების, აკადემიური საზოგადოების, მოქალაქეების ურთიერთშეთანხმებული და ურთიერთგანმაპირობებელი ქმედებები, რისთვისაც აუცილებელია მათ შორის მჭიდრო კავშირების არსებობა. მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით, სტატიაში განხორციელებულია იმის მტკიცების მცდელობა, რომ უნდა წავიდეთ მდგრად თანამონაწილეობით კოოპერაციაზე დაფუძნებული ახალი ერთობლივი პასუხისმგებლობისაკენ, რომლის მიზანი იქნება ურთიერთობათა თანმიმდევრული გადაწყობა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

გიორგი ღავთაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება