ჩამოტვირთვა

სახელმწიფო აუდიტის სახეები და მისი განხორციელების ძირითადი მიმართულებები საქართველოში

საქართველოშისაბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელმწიფო აუდიტის მიზანია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სისწორის, რაციონალურობის და მიზანშეწონილობის დადგენა, მოქმედი საკანონმდებლო ნორმების დაცვა და აუდიტის ობიექტში შესაძლო დარღვევების გამოვლენა. სახელმწიფო აუდიტის, როგორც კონტროლის უმაღლესი ფორმის სტრატეგია მიმართული უნდა იყოს აუდიტის ობიექტის საქმიანობისას არსებული პრობლემების აღმოჩენისა და გამოსწორებისაკენ, ვიდრე აღნიშნული პრობლემები სერიოზულ სახეს მიიღებს. აუდიტორული საქმიანობა არის კონტროლის ფორმა, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, დარღვევების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით. აუდიტის ძირითადი ფუნქციაა ეკონომიკურ სუბიექტს შეუფასოს საქმიანობის ეფექტურობა, გაუწიოს კონსულტაცია და შეიმუშაოს საჭირო რეკომენდაციები, მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. INTOSAI–ს მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხორციელდება ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტი. სახელმწიფო აუდიტი, როგორც წესი, ხორციელდება სავალდებულო ფორმით, სახელმწიფო აუდიტის წლიური დამტკიცებული გეგმის მიხედვით. გარდა ამისა შესაძლებელია ჩატარდეს საინიციატივო სახელმწიფო აუდიტი საბიუჯეტო ორგანიზაციის სურვილისამებრ. სახელმწიფო საფინანსო ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ნათელა ვაშაკიძე, დეზდემონა მაღლაკელიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება