ჩამოტვირთვა

სახელმწიფო და კერძო საპენსიო სისტემები, მათი განვითარების პერსპექტივები საქართველოში

საქართველოშიმსოფლიო ბანკის დასკვნის მიხედვით, საქართველოს დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით, რამდენიმე წელიწადში გაუჭირდება არსებული საპენსიო ვალდებულებების დაფარვა. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და შესაბამისად, საპენსიო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობაც იზრდება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ვალდებულებების ზრდას ამ მიმართულებით. საქართველოს მთავრობაში დაგროვებით პენსიაზე გადასვლას 2017 წლისათვის ვარაუდობენ, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ხელისუფლებას, რომელიც გადაწყვეტს საპენსიო რეფორმის განხორციელებას, მოუწევს არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა, მათ შორის: რა მოდელს აირჩევს საქართველო, რა ასაკის მოქალაქეებს შეეხება ეს ცვლილება, როგორი იქნება რეფორმის განხორციელების ვადები. მოუწევს დათვალოს რისკები და მოსალოდნელი შედეგები. ამასთან კარგად გაიაზროს საერთაშორისო გამოცდილებაც, რომელიც მსგავსი რეფორმების გზაზე არსებულ არაერთ დაბრკოლებას გვამცნობს.

დიანა უგლავა

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება