ჩამოტვირთვა

ქსოვილის გარსების საექსპლუატაციო მაჩვენებლების დამოკიდებულება სტრუქტურულ მახასიათებლებზე

ნაშრომში განხილულია მაღალმოდულური ბოჭკოებისაგან დამზადებული საფეიქრო მასალების ფენებს შორის ხახუნის პროცესები და მასთან დაკავშირებული
საკითხები. მაღალმოდულური ბოჭკოებისაგან დამზადებულ საფეიქრო მასალების ფენებს შორის ტანგენციალური წინააღმდეგობის მაჩვენებლებზე და მათი სტრუქტურული მახასიათებლების როლის განსაზღვრის მიზნით, კვლევები ჩატარებული იქნა დახრილი სიბრტყის მეთოდით. შესწავლილ იქნა მაღალმოდულური ბოჭკოს ბაზაზე დამზადებულ ქსოვილებს შორის აღძრული ტანგენციალური წინააღმდეგობის დამოკიდებულება მათ სტრუქტურულ მახასიათებლებზე. კვლევის ობიექტად აღებულ იქნა მინა და ნახშირბადოვანი ბოჭკოების, ასევე კევლარ 49 ნართის ბაზაზე დამზადებული ქსოვილები. შედარებითი ანალიზის თვალსაზრისით ასევე შესწავლილ იქნა ბამბის ბოჭკოს ქსოვილების ურთიერთდამოკიდებულებაც. კვლევების შედეგების ანალიზმმა აჩვენა, რომ სარჟისა და ტილოს ხლართის საფეიქრო მასალათა ტანგენციალური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მაღალია, სატინისებური ხლართის ანალოგიურ მაჩვენებელთან. ფენათა შორისი წანაცვლების წინააღმდეგობის მაჩვენებლების გაზრდის თვალსაზრისით შემუშავდა რეკომენდაციები ფენების დამატებითი შეკავშირების შესახებ.

მერაბ დათუაშვილი, ნინო დოლიძე, ირინა უგრეხელიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება