ჩამოტვირთვა

დასველების პროცესის ოპტიმალური პარამეტრების შერჩევა ბამბის უგრეხი ნართის ფორმირებისას

შემწებავი პოლიმერები ფართოდ გამოიყენება უქსოვადი საფეიქრო მასალების დასამზადებლად. ამ მიზნით შერჩეულია და შესწავლილია სხვადასხვა სახის ადგეზიური მასალებისა და ბოჭკოების ურთიერთქმედება და კავშირების სახეები. უგრეხი რთვა საფეიქრო ძაფების წარმოების არატრადიციული მიმართულებაა, რომელშიც ბოჭკოთა ნაზავების დართვის პროცესში გამოყენებულია უქსოვადი მასალების წარმოების ტექნოლოგიის ელემენტები, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიმუშაოთ ახალი თაობის ახალი სტრუქტურისა და თვისებების ტექსტილური მასალები. ადგეზიური პროცესების შესწავლამ დაგვანახა, რომ ზოგიერთი ბოჭკოსათვის ადგეზიური პროცესები გარკვეული სირთულით მიმდინარეობს. მაგალითად, ბამბის ბოჭკოთათვის, ვინაიდან მათი ზედაპირი დაფარულია ცხიმოვან-ცილოვანი ნივთიერებებით, რაც ხელს უშლის მათში სითხის შეღწევას. ბამბის ბოჭკოებისაგან უგრეხი ნართის მისაღებად აუცილებელია მოხდეს მათი სართავ მანქანამდე წინასწარი დამუშავება - დატენიანება გარკვეული ტიპის ემულსიებით.

თამარ მოსეშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება