ჩამოტვირთვა

ჭიაყელა ნაწლავის ნეიროენდოკრინული სიმსივნეები

ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (კარცინოიდული სიმსივნეები, კარცინოიდი, გასტროენტეროპანკრეატიული სიმსივნეები, კუნძულაკების უჯრედების სიმსივნეები) - ახალწარმონაქმნებია რომლებიც მიეკუთვნება ენდოკრინულ სიმსივნეებს და ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების, თიმუსის, თირკმლების, საკვერცხეების, წინამდებარე, სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების, კანის და სხვა. აპუდ-სისტემის ენტეროქრომაფინური უჯრედებისაგან. ჭიაყელა ნაწლავის კარცინოიდი წარმოადგენს ეპითელურ სიმსივნეს, რომელიც თავისი მორფოლოგიური სტრუქტურით სოლიდური შენების ადენოკარცინომის ანალოგიურია. კლინიკური მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით ეს სიმსივნე არის როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი ტიპის, შეიძლება განვითარდეს როგორც ლიმფოგენური, ასევე ჰემატოგენური მეტასტაზები. ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართვლოს ინტერვენციული მედიცინის
ეროვნული ცენტრის პათოლოგანატომიურ განყოფილებაში გამოკვლეული იქნა აპენდექტომიის შემდგომი 1200 ოპერაციული მასალა, მათ შორის აღინიშნა ნეიროენდოკრინული სიმსივნის 5 შემთხვევა, 4 შემთხვევაში დადასტურდა ნეიროენდოკრინული სიმსივნის ავთვისებიანი ფორმა, 1 შემთხვევაში დაფიქსირდა კეთილთვისებიანი ნეიროენდოკრინული ჰიპერპლაზია.

გუგული ჩხობაძე, ნათია არაბიძე, ბერდია ბერძენიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება