ჩამოტვირთვა

ჯრუჭის მონასტრის შესწავლის ისტორიისათვის(XVIII ს. - XX საუკუნის 20 -იან წლები)

ჯრუჭის მონასტერი, როგორც არქიტექტურული ძეგლი და კულტურული მემკვიდრეობის უძვირფასესი ნიმუშების საგანძური, XVIII საუკუნიდან ხდება მკვლევართა და მოგზაურთა ინტერესის ობიექტი (თუმცა, ფუნდამენტურად მისი ისტორია შეუსწავლელი რჩებოდა მრავალი წლის განმავლობაში). კვალდაკვალ მეტ-ნაკლები ფორმატით ქვეყნდებოდა და დღესაც ქვეყნდება სხვადასხვა ავტორთა სტატიები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს პუბლიკაციები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოცავს XVIII საუკუნესა და XX საუკუნის 20-იან წლებს. სტატიაში ქრონლოგიურად დალაგებულია და განხილულია სწორედ ეს მასალა. ჯრუჭის მონასტრის შესახებ არსებული ლიტერატურის მოძიება, გათვალისწინება და მათზე დაყრდნობა არის უპირველესი აუცილებლობა, რის გარეშეც წარმოუდგენელია რაიმე ღირებულის დაწერა ამ მონასტერზე.

მაია ქებულაძე, დავით სულაბერიძე, კახაბერ ქებულაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება