ჩამოტვირთვა

დემონის პარადიგმა მოდერნისტულ დისკურსში

მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან ქართულ ლიტერატურაში შემოსულმა ახალმა მდინარებამ თავისი ესთეტიკით დემონის სახე ენიგმურ ერთეულად აქცია და მასში სხვადასხვა მნიშვნელობის კოდებიც ჩართო. ყველაზე მეტად ეს პროცესი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში გამოვლინდა. მისი ლირიკის უმთავრეს ნაწილში ღვთაებრივისა და დემონურის უაღრესად თვითმყოფადი ვარიაციებია წარმოდგენილი. დემონი მრავალგანზომილებიან მხატვრულ სახედ ყალიბდება ქართველ სიმბოლისტებთანაც. რობაქიძისათვის სამყაროს მეტაფიზიკური ჭრილით გააზრებისას ის იქცევა ერთ-ერთ წარმმართველ ძალად, რომელიც მყოფობს როგორც ობიექტურ რეალობაში, ისე სუბიექტურ არსში. ზუსტად ასეთი მოდელით ხმიანდება დემონის პარადიგმა ცისფერყანწელთა შემოქმედებაში. ის არის ბედისწერის ფენომენი, საკუთარი მეს ორივე მხარე. დემონის სიმბოლო მთელი მოდერნისტული ეპოქის ძირითად პრინციპებს ეხმიანება და იქცევა მათი გამოხატვის მთავარ პარადიგმულ კონცეპტად.

ზეინაბ კიკვიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება