ჩამოტვირთვა

რამდენიმე მოსაზრება მარადიული დაბრუნების შესახებ ნიცშესა და რობაქიძესთან

მარადიული დაბრუნების იდეა ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ლიტერატურასა და ფილოსოფიაში, რომლის შესახებ მწერლები, ფილოსოფოსები, კრიტიკოსები და ლიტერატურათმცოდნეები დაუსრულებლად მსჯელობენ ანტიკურობიდან დღემდე. მარადიული დაბრუნება არ არსებობს ეთიკური, კოსმოლოგიური და პოლიტიკური დატვირთვის გარეშე. ნიცშე მიჰყვება პითაგორას გზას მოვლენათა მარადიული დაბრუნების შესახებ, ხოლო რობაქიძე გოეთეს მსოფლმხედველობას იზიარებს, რაც თაურსაწყისს უკავშირდება და სუბიექტის ქვეცნობიერში ეძებს მარადიული დაბრუნების არსს. საკითხის დასმა, რომელია მართებული ინტერპრეტაცია – პითაგორა-ნიცშსეული თუ გოეთე-რობაქიძესეული, არ მიმაჩნია გამართლებულად, რადგან ორივე მათგანს გააჩნია მყარი ისტორიული და ფილოსოფიური საფუძველები და განპირობებულია კონკრეტული სოციალ-პოლიტიკური, საზოგადოებრივ-კულტურული ფაქტორებითა და შემოქმედის პირად-ინტიმური განწყობილებებით.

ნუგეშა გაგნიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება