ჩამოტვირთვა

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და მისი როლიქვეყნის განვითარებაში

საქართველოში შესყიდვების სისტემის შემოღება დადებითი მოვლენაა და კორუფციის დონის შემცირებას უწყობს ხელს, ამავდროულად ზრდის ეფექტურობასა და კონკურენციას. საკანონმდებლო ბაზაც დიდწილად ევროკავშირის რეგულაციებს ემთხვევა და ხშირ შემთხვევებში უფრო მაღალ სტანდარტებს აწესებს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი სისტემები. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა შეიძლება მისაბაძ მაგალითად იქცეს სხვა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. თუ არსებულ სისტემაში ცალკეული ცვლილებები მოხდება, ის შეიძლება გახდეს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი სისტემა საერთაშორისო დონეზე. სახელმწიფო შესყიდვებს ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნის მთლიანი შიდა ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც გამომდინარეობს მისი წილით ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, რომელიც 2014 წლის მონაცემებით დაახლოებით 10%-ს უტოლდება.

თეა უდესიანი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება