ჩამოტვირთვა

ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული დაგეგმარება მამაკაცის ჩოხის მაგალითზე

სტატიაში განხილულია ქართული ტრადიციული სამოსის, როგორც ქართული
მატერიალური კულტურის ძეგლის შენახვისა და მომავალი თაობებისათვის გადაცემის
საქმეში მათი კონსტრუქციების შესწავლის მნიშვნელობა. მოცემულია ქართული
ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული დაგეგმარების ძირითადი ეტაპები
მამაკაცის ჩოხის მაგალითზე. განსაზღვრულ იქნა მამაკაცის ტრადიციული სამოსის
კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის საჭირო ზომითი ნიშნის მნიშვნელობები.
მამაკაცის ჩოხის შემადგენელი ნაწილების კონსტრუქციული განსაკუთრებულობების
ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა იმ დანამატთა ოპტიმალური მნიშვნელობები
და მათი პერიმეტრზე გადანაწილების თავისებურებები, რომლებიც უზრუნველყოფენ
კონსტრუქციის მოხერხებულობას.

ნინო დოლიძე, მერაბ დათუაშვილი, ქეთევან ჩირგაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება