ჩამოტვირთვა

“ამირანდარენაჯიანის” საგმირო ეპოსის ილუსტრირება შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში ხელნაწერი H-384-ის მიხედვით

სტატიაში შევეხებით ზემო სვანეთის ლაშთხვერისა (XVს.) და ჩაჟაშის (XVIIს.) ფასადებზე დაცულ ფრესკებს სიუჟეტებით “ამირანდარეჯანიანის” საგმირო ეპოსიდან და მას შევადარებთ 1824 წელს გადაწერილი და ილუსტრირებული “ამირანდარეჯანიანის” ხელნაწერის მინიატურებს ბატალური თემატიკით. როგორც “ამირანდარეჯანიანის” ხელნაწერის (H 384) მინიატურები, ისე ზემო სვანეთის ორი ტაძრის საფასადო მოხატულობები გამოირჩევიან თავიანთი მაღალმხატვრული ღირებულებ ითა და იკონოგრაფიული თავისებურებების თვალსაზრისით თანადროულ მხატვრული ტრადიციის კონტექსტში. ლაშთხვერისა და ჩაჟაშის საფასადო ფრესკათა და ხელნაწერის H 384 იკონოგრაფიულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა ის ოსტატისეული ფორმათგანცდის ის ექსპრესიულ-დრამატული ხასიათის მქონე გამომსახველობითი ენა, რომელიც ერწყმის საგმირო ხასიათის ნაწარმოებს.

ლანა გაბრიაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება