ჩამოტვირთვა

ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული დაგეგმარება ქალის კაბის მაგალითზე

ნაშრომში მოყვანილია ქართული ნაციონალური ტანსაცმლის კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური დაგეგმარების თავისებურებების კვლევის შედეგები ქალის კაბის მაგალითზე. ქართული ტრადიციული სამოსის, როგორც ქართული მატერიალური კულტურის ძეგლის შენახვისა და მომავალი თაობებისათვის გადაცემის საქმეში ერთ –ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მათი კონსტრუქციული თავისებურებების კვლევა. ქართული ტრადიციული სამოსის სამუზეუმო ექსპონატების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულ იქნა ქართული ქალის კაბის კონსტრუქტორული დაგეგმარების ძირითადი ეტაპები. განსაზღვრულია ქალის ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის საჭირო ზომითი ნიშნის მნიშვნელობები. ქართული კაბის შემადგენელი ნაწილების კონსტრუქციული განსაკუთრებულობების ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა იმ დანამატთა ოპტიმალური მნიშვნელობები და მათი პერიმეტრზე გადანაწილების თავისებურებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტრუქციის მოხერხებულობას. მოყვანილია ქართული კაბის კონსტრუქციული ნახაზი და თარგების კომპლექტი.

მერაბ დათუაშვილი, ნინო დოლიძე, ქეთევან ჩირგაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება