ჩამოტვირთვა

ღმერთის შიში -ზღვარი რაციონალურსა და ირაციონალურს შორის

„ღმერთი“ როგორც, ცნება, იმდენად არის რაციონალური თუ ირაციონალური, რამდენადაც ეს ადამიანთა ჯგუფსა თუ კონკრეტულ ინდივიდს წარმოუდგენია. ტრაგედიებში ღმერთის შიში რადიკალურად ცვლის ადამიანებს, მას როგორც „მოვლენას, მაკონტროლირებელ მექანიზმს“ სხვადასხვა ტრაგიკოსთან სხვადასხვა „მისია“ აკისრია: ა. ღმერთის შიში ესქილეს ტრაგედიაში ადამიანის გამაკეთილშობილებელი, სიკეთის მაპროვოცირებელი ფაქტორია; ბ. ღმერთის შიში გვევლინება უღმერთობის (სიცარიელის) შემავსებელად; გ. ევრიპიდეს „ალკესტისში“ ღმერთი გვევლინება რაციონალური და ირაციონალური შიშების დამთრგუნავ მექანიზმად; დ. ღმერთი, როგორც რაციონალური მმართველი, ტრაგედიების გმირთა საქციელს, გმირებისთვის ირაციონალურად, გაუაზრებლად დადებითისკენ წარმართავს. ღმერთის შიში- ორივე რაციონალურ და ირაციონალურ სიბრტყეშიც ერთგვარი კათარსისის ფაქტორია ტრაგიკული გმირებისათვის; ამასთანავე, ტრაგიკული ღმერთები გმირებში, დადებითი შიშის გარდა, იწვევენ ისეთ ემოციებს, როგორებიცაა წყენა და სიბრაზე.

მარიამ ნემსაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება