ჩამოტვირთვა

ლიტერატურული პორტრეტები რომში (ბიოგრაფიული ჟანრი)

რომაულ ლიტერატურულ პორტრეტებს, ან ბიოგრაფიებს მსგავს ჟანრებთან ზოგი რამ აკავშირებს, ზოგიც - განასხვავებს. ორივე - encomia-ც და ბიოგრაფიაც აჯგუფებს მიღწევებს ქცევების, ღირსებების (virtues), ან მარცხის მიხედვით. ორივე, ლიტერატურული პორტრეტებიც და ბიოგრაფიებიც, შეიძლება იყოს არასრულყოფილი და ეხებოდეს მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდუალურ თვისებებს. ჩვეულებრივ, ისინი კონცენტრირებული არიან თავიანთი „შესასწავლი“ ობიექტის ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებზე - წარმატებულზე, ან წარუმატებელზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, თავად „ობიექტი“ უნდა იყოს წარმატებული (ცნობილი). რომში ინდივიდის მიმართ ინტერესი გაღვივდა ელინისტურ პერიოდში, მაგრამ ვერ შევუდგებით იმის მტკიცებას, რომ იგი მანამდეც არასდროს არსებობდა იქ. თუმცა, თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ იგი უფრო ინტენსიურად განვითარდა რომში, ვიდრე საბერძნეთში. უფრო მეტიც, ბიოგრაფიასაც და ავტობიოგრაფიასაც რომში ჰქონდა ძალიან ეროვნული ძირები. ამისათვის ყველაზე ძველი და ძლიერი მოტივი იყო ოჯახის სიამაყე.

ნინო ჩიხლაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება