ჩამოტვირთვა

„სიცოცხლე გადის, ვიდრე მისთვის მოვიცლიდეთ“ (სენეკა სიცოცხლის მსწრაფმავლობის შესახებ)

სიცოცხლის შესახებ მოპოვებული სენეკასეული შეხედულებები დაჯგუფებული და წარმოდგენილია რამდენიმე ნიშნის მიხედვით, ესენია: სიცოცხლე და დრო; სიცოცხლე და სული; სიცოცხლე და ბრძენკაცი; სიცოცხლე და მომავალი; სიცოცხლე და ფლანგვა; სიცოცხლე და მოცალეობა, სიცოცხლის არსი. სენეკას აზრით, სიცოცხლის მსწრაფმავლობა მხოლოდ ჩვენივე თავის ბრალია, რადგან ჩვენვე ტყუილად ვფლანგავთ ყველაზე ძვირფასს - დროს. ადამიანის უბედურების სათავეც სწორედ დროის ფუჭად ხარჯვაშია. ადამიანები ან მომავალზე ფიქრით იღლიან თავს, ან წარსულს მისტირიან, ხოლო ჭკვიანი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრობს ჭეშმარიტი ცხოვრებით.

ვერა წერეთელი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება