ჩამოტვირთვა

ლადო ასათიანი როგორც რეპრესირებული პოეტი

როგორც საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ქართველ მწერალთა ცხოვრება და შემოქმედება ადასტურებს, იმდროინდელ ჩვენს ყოფაში ფართოდ დამკვიდრებულ პოლიტიკურ დევნა-შევიწროებასა და რეპრესიებს თავი ვერც ბევრმა მათგანმა დააღწია. სამწუხაროდ, მათ შორის აღმოჩნდა ლადო ასათიანიც, რომლის ბიოგრაფიაშიც უმძიმეს ეპიზოდად აღიბეჭდა 1937-38 წლე ბის რეპრესიული მოვლენები. კერძოდ, მას ჯერ დე და დაუპატიმრეს სამშობლოსადმი ღალატის ბრალდებით, შემ დეგ კი თავადაც გა რიცხეს ინ სტი ტუ ტი დან ვითომცდა კონ-ტრრე ვო ლუ ცი ო ნე რობის გამო. როგორც წინამდებარე ნარკვევში დამოწმებული საარქივო დოკუმენტებითაც ნათლად ჩანს, პოეტის წინააღმდეგ განხორციელებული ამ რეპრესიის შემოქმედნი არა მარტო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის იმჟამინდელი მესვეურები იყვნენ, არამედ მისი კოლეგა მწერლებიც. მართალია, აქტიური მცდელობის შემდეგ ლ. ასათიანი სტუდენტის უფლებებში კი აღადგინეს, მაგრამ მის წინააღმდეგ იმხანად დაწყებული ბრძოლა ფაქტობრივად მისი სიცოცხლის ბოლომდეც გაგრძელდა მეტ-ნაკლები მასშტაბებით.

ავთანდილ ნიკოლეიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება