ჩამოტვირთვა

ჰაინრიხ რიკერტი ისტორიის ფილოსოფიის შესახებ

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია გერმანელი ფილოსოფოსის ჰაინრიხ რიკერტის (1863-1936) შეხედულებები ისტორიის ფილოსოფიაზე, სადაც საქმე გვაქვს ჰეგელისაგან დიამეტრულად განსხვავებულ მსოფლმხედველობასთან ისტორიის საზრისსა თუ ისტორიის ფილოსოფიის ძირითადი ტენდენციების შესახებ. ჰეგელის მკაცრ ლოგიკურ და,აქედან გამომდინარე, მონისტური თვალსაზრისისაგან განსხვავებით, რიკერტის ისტორიის ფილოსოფიის მსოფლმხედველობაში უპირველესად წარმოჩენილია შეფასებითი მომენტი, ღირებულებითი მიდგომა პრობლემისადმი, რაც საბოლოოდ ისტორიის კანონზომიერების აქსიოლოგიური პოზიციებიდან ახსნას გულისხმობს. სწორედ ამიტომ რიკერტის ისტორიის ფილოსოფიური ხედვა ორიგინალურად, საინტერესოდ და ანგარიშგასაწევ თვალსაზრისად ითვლება. რიკერტის მიხედვით, ისტორიკოსი საყოველთაო ღირებულებისადმი სხვა ღირებულებათა დაქვემდებარებას ახდენს. მისი აზრით, ისტორიკოსისათვის სინამდვილეში არ არსებობს საყოველთაო ღირებულება. ასეთი რამ მხოლოდ ისტორიის ფილოსოფიაში გვხვდება.

გოდერძი თევდორაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება