ჩამოტვირთვა

წარმატებული ოპერაციული სტრატეგიის თანამედროვე პრიორიტეტები

თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში მომხმარებელი განსაკუთრებით მომთხოვნი გახდა. შესაბამისად, იგი დღის წესრიგში აყენებს არა მარტო კომერციული შეთავაზების ფასეულობის ზრდას, არამედ მის დაუფლებაზე დანახარჯების შემცირებასაც. ყოველივე ეს კი აიძულებს მენეჯერებს, ბაზარზე არსებულ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ეძებონ მოქნილი გადაწყვეტილებები. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად ჩვენ გვესახება წარმატებული ოპერაციული სტრატეგიის ფორმირება, რომლის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია კონკურენციაში გამარჯვება მიწოდების სისწრაფის, ფასის ან ხარისხის მხრივ. არსებობს კონკურენტული უპირატესობის მიღწევის სხვადასხვა მეთოდი, როგორიცაა: მინიმალური დანახარჯების, დიფერენცირებისა და ბაზარზე სწრაფი რეაგირების კონცეფციები. თუმცა, დადგენილია, რომ ჭკვიანი მენეჯერი არ შეეცდება მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა ყველა მიმართულებით. ეს არა მარტო პრაქტიკულადაა შეუძლებელი, არამედ თეორიულადაც გამორიცხულია.

ემზარ ჯულაყიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება