ჩამოტვირთვა

ცელულოზოვან მასალებზე კოვალენტურად დაფიქსირებული აქტიური საღებრების რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდების კვლევა

წინამდებარე სამუშაოში შესწავლილი იქნა ბამბის ცელულოზაზე ორი ჰეტეროციკლური ბიფუნქციონალური კოვალენტურად დაფიქსირებული აქტიური საღებრის წილის რაოდენობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის სიზუსტე. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა ამ მაჩვენებლის განსაზღვრის ერთი პირდაპირი და ორი არაპირდაპირი (არაპირდაპირი I და არაპირდაპირი II) მეთოდი. გაზომვების სიზუსტის შესაფასებლად გამოყენებული იქნა დისპერსული ანალიზის მეთოდიკა. ყველაზე საიმედო შედეგები იქნა მიღებული არაპირდაპირი I მეთოდის გამოყენებისას, მაშინ როდესაც არაპირდაპირი II მეთოდის გამოყენება მოიცავს გარკვეულ უზუსტობებს. პირდაპირი მეთოდის გამოყენება ტექნიკურად ყველაზე რთულია ვიდრე ნებისმიერი არაპირდაპირი მეთოდი და ამასთან ყველაზე უზუსტოა.

კონსტანტინე სირბილაძე, ანდრაშ ვიგი, თამარა სირბილაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება