ჩამოტვირთვა

ბუნებათსარგებლობის პრინციპებისა და დაბეგვრის ასპექტები

საქართველოში არსებული წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას იძლევა.ამისთვის საჭიროა ბუნებათსარგებლობის პრინციპებისა და ბუნებრივი რესურსების დაბეგვრის სისტემის სრულყოფა. ეკონომიკური განვითარება ქვეყნის კეთილდღეობის საფუძველია,თუმცა ამავდროულად ეს პროცესი ზეწოლას ახდენს ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე. შესაბამისად საჭიროა მიდგომების შემოღება,პრინციპების განსაზღვრა, რომლის დროსაც ეკონომიკური განვითარება,გარემოს დაცვა,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის პირობები და სოციალური საკითხები დაბალანსებულია. ყოველივე ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კიდევ უფრო დაიხვეწოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მეთოდიკა და ბუნებათსარგებლობის ნებართვების გაცემის სისტემა, მონიტორინგის ეფექტური და სრულყოფილი მოდელის ფუნქციონირება შესაბამისი სამეცნიერო და საანალიზო ბაზის შექმნა-უზრუნველყოფით, ასევე ბუნებათსარგებლობისათვის საზღაურის განსაზღვრის ოპტიმალური მექანიზმით. ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის აუცილებელია შემუშავდეს და დაინერგოს დაბეგვრის ეფექტური მექანიზმი. გარემოსდაცვითი ღონისძიებები ბუნებათსარგებლობის ღონისძიებათა გარეშე დაშვებადია და არსებობს კიდეც პერმანენტური პროცესის სახით, ხოლო გარემოსდაცვითი კომპონენტების გათვალისწინება ბუნებათსარგებლობისას აუცილებელ ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს.

სერგო სვანაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება