ჩამოტვირთვა

რადონის წირით შემოსაზღვრული არეების კონფორმული ასახვები

ცნობილია, რომ კონფორმულ გადასახვათა თეორიაში მიმართავენ ფრედჰოლმის ტიპის ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდს, როგორც გადამსახავი ფუნქციის არსებობისა და ერთადერთობის საკითხების გამოსაკვლევად, ასევე განსაკუთრებით, ასეთი ფუნქციის ეფექტურად ან მიახლოებით ასაგებად. სტატიაში განხილულია ინტეგრალური განტოლება, რომელსაც უწყვეტ ფუნქციათა კლასში გააჩნია ერთადერთი უწყვეტი ამონახსნი. ამ ამონახსნის საშუალებით იგება რადონის წირით შემოსაზღვრული სასრული ცალადბმული არის ერთეულოვან წრეზე კონფორმულად გადამსახავი ანალიზური ფუნქცია. განიხილება აგრეთვე მარტივი წრფევადი ჩაკეტილი რადონის წირის მიერ განსაზღვრული უსასრულო გარე არის კონფორმული ასახვა ერთეულოვანი წრის გარე არეზე.

ლელა ზივზივაძე-ჯაფარიძე, ერეკლე ჯაფარიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება