ჩამოტვირთვა

ატიპიური ხალები, მელანომები, კვლევისა და მკურნალობის მეთოდები

კანის ატიპიური ხალებისა და ავთვისებიანი მელანომების ბოლო წლებში საგრძნობლად მომატების შემთხვევები აღინიშნება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ხალი კანის კეთილთვისებიანი დაზიანებაა, განიხილება როგორც ნეიოროექტოდერმული პიგმენტური ელემენტების განვითარების მანკი. აღინიშნება ხალის ატიპიური შემთხვევები, რომელთაგან ხშირად ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნეები - მელანომები. მელანომა წარმოადგენს განსაკუთრებით ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება ადამიანის ზემო და ქვემო კიდურების, სახის, სხეულის კანზე, ახასიათებს ადგილობრივი ზრდა, გავრცელება ირგვლივმდებარე ქსოვილებში და მეტასტაზების განვითარება სხვადახვა ქსოვილებში და ორგანოებში. დაავადების პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების დროულად გამოვლინებას, სწორი დიაგნოზის დადგენას და მიზანშეწონილი მკურნალობის ჩატარებას. სწორი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მაღალი დონის ტექნიკური აპარატურის საშუალებით, პათომორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური კვლევის, მკურნალობის ქირურგიული, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის საშუალებით, სავალდებულოა პრევენციული ღონისძიებების გატარება.

გუგული ჩხობაძე, ნათია არაბიძე, ბერდია ბერძენიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება