სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
ექსპერიმენტებში შესწავლილია ნახშირორჟანგის ნახშირბადის გამოყენების შესაძლებლობათა გამოვლენა ლიზინის მეტაბოლიზმში ბუნებრივი სპირტული დუღილისა და ბოთლური შამპანიზაციის დროს. დადგენილია, რომ შეთვისებული ნახშირორჟანგის რაოდენობა პირველად დუღილში 4, 0 % - ს შეადგენს, მეორეული დუღილის პირობებში კი 5, 3 – 6 % - მდე იზრდება, თუმცა CO2 - ის მატებასა და მის რეფიქსაციის ინტენსივობას შორის პირდაპირი კორელაციური კავშირი დუღილის ყველა სტადიაზე არ ვლინდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ ორივე დუღილის პირობებში 1 14C - ლიზინისა და 14CO2 - ის ნახშირბადების განაწილების სურათი საფუვრისა და ღვინის კომპონენტებში ერთიან ზოგად კანონზომიერებას გამოხატავს.