სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

თამაზ ბიბილურის რომანი ,,ჟამი კითხულისა’’ მიხეილ ბახტინის მეთოდოლოგიური პრინციპების ჭრილში

თამაზ ბიბილური XX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მწერალი და დრამატურგია, რომლის შემოქმედება გამოირჩევა სათქმელის სიღრმით, წამოჭრილ პრობლემათა სიმწვავით, ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებითა…

თამთა შავიანიძე

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #1(21), 2023

თამაზ ბიბილური XX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მწერალი და დრამატურგია, რომლის შემოქმედება გამოირჩევა სათქმელის სიღრმით, წამოჭრილ პრობლემათა სიმწვავით, ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებითა და ინდივიდუალური ხელწერით. რომანი ,,ჟამი კითხულისა“ ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლებით სავსე, მრავალპლანიანი ნაწარმოებია. სტატიაში რომანის მხატვრული ინტერპრეტაციის თავისებურებები გაანალიზებულია მიხეილ ბახტინის მეთოდოლოგიური პრინციპების დიალოგური კრიტიკისა და კარნავალიზაციის ჭრილში. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტექსტი მოიცავს მიხეილ ბახტინის მიერ ჩამოყალიბებულ ენობრივ ურთიერთობათა სამივე ფორმას, ავლენს კარნავალური ლიტერატურის ამბივალენტურ ბუნებას. ნაწარმოებს თავიდან ბოლომდე გასდევს პოლიფონიური ენობრივი მოდელის კონცეფცია, სადაც მთავარი და მეორეხარისხოვანი ,,ხმები’’, ერთმანეთს ავსებენ და საერთო მეთოდოლოგიურ კონცეპტს ქმნიან. ,,დიალოგური კრიტიკისა“ და ,,კარნავალიზაციის“ საშუალებით გაცილებით უფრო მარტივად აღსაქმელი ხდება, რომანის მოქმედ გმირთა ინდივიდუალიზმი და მათი მოქმედების ძირითადი მოტივაცია. ჰეტეროგლოსია და ოპოზიციურ წყვილთა გამთლიანება ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებლებია რომანისთვის ,,ჟამი კითხულისა“.

სტატიის ჩამოტვირთვა