სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

სინტაქსის ზოგიერთი საკითხი მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანში“

სტატიაში მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ მიხედვით გაანალიზებულია რთული ქვეწყობილი წინადადების (ჰიპოტაქსის) არსი. მოცემულია, რომელ საკავშირებელ სიტყვას იყენებს დამოკიდებული წინადადება…

ლეილა აბზიანიძე

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #1(21), 2023

სტატიაში მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ მიხედვით გაანალიზებულია რთული ქვეწყობილი წინადადების (ჰიპოტაქსის) არსი. მოცემულია, რომელ საკავშირებელ სიტყვას იყენებს დამოკიდებული წინადადება მთავართან დასაკავშირებლად, რა კორელატებია გამოყენებული მთავარში და როგორია პოზიცია დამოკიდებული წინადადებისა მთავარის მიმართ: დგას მთავარი წინადადების წინ, მოსდევს მას, თუ მოქცეულია მთავარში. „ამირანდარეჯანიანში“ ადგილის გარემოებით დამოკიდებული წინადადებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის მონაცემებზე დაყრდნობით ნათლად აჩვენებს ამ ნაწარმოებში ასახულ იმ ისტორიულ ენობრივ ცვლილებებზე, რომლებიც თან ახლდა საშუალო ქართული ენის წარმოქმნასა და ახალი ქართული სალიტერატურო ენის თვისებრივი ელემენტების თანდათანობით დამკვიდრებას.

სტატიის ჩამოტვირთვა