სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

აგლუტენური ფქვილოვანი კომპოზიციური ნარევის კვებითი ღირებულება

ხორბლის ცილა-გლუტენი არის იმუნური დაავადების ძირითადი გამომწვევი, ამიტომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი თავს არიდებს ხორბლიდან მიღებული პროდუქტების მოხმარებას. უგლუტენო პროდუქციის…

ელიზა ფრუიძე, ცირა ხუციძე, ხატია ხვადაგიან

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები | #1(21), 2023

ხორბლის ცილა-გლუტენი არის იმუნური დაავადების ძირითადი გამომწვევი, ამიტომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი თავს არიდებს ხორბლიდან მიღებული პროდუქტების მოხმარებას. უგლუტენო პროდუქციის წარმოების ძირითადი მეთოდია გლუტენშემცველი ნედლეულის სრულად ჩანაცვლება აგლუტენური მარცვლეულით. ამ მიზნით ძირითადად გამოიყენება ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდი. მათგან დამზადებული ნაწარმის კვებითი ღირებულება არის დაბალი, ამიტომ მიზანშეწონილია რეცეპტურაში შეუცვლელი ამინომჟავებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და საკვები ბოჭკოებით მდიდარი აგლუტენური ნედლეულის გამოყენება. ასეთ ნედლეულს კი მიეკუთვნება სელი და მუხუდო. კვლევის მიზანს წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად მაღალი ბიოლოგიური ღირებულების აგლუტენური კომპოზიციური ფქვილოვანი ნარევის რეცეპტურის შემუშავება. შემოთავაზებულია აგლუტენური კომპოზიციური ფქვილოვანი ნარევი: 1. ბრინჯის ფქვილი: წიწიბურას ფქვილი: სელის ფქვილი; 2. ბრინჯის ფქვილი: სიმინდის ფქვილი: მუხუდოს ფქვილი კომპონენტების შემდეგი თანაფარდობით 40:30:30. შემუშავებული აგლუტენური კომპოზიციური ფქვილოვანი ნარევისათვის დამახასიათებელია საკვებ ნივთიერებებზე ბალანსირებული კვების ფორმულის დაკმაყოფილების საკმაოდ მაღალი დონე. ჩვენს მიერ შემოთავაზებული აგლუტენური კომპოზიციური ფქვილოვანი ნარევის გამოყენებით შემუშავებული უგლუტენო ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი შეიძლება ჩართული იქნას აგლუტენური დიეტის რაციონში საკვებ ნივთიერებებზე ბალანსირებული კვების ფორმულის დაკმაყოფილების საკმაოდ მაღალი დონე. ჩვენს მიერ შემოთავაზებული აგლუტენური კომპოზიციური ფქვილოვანი ნარევის გამოყენებით შემუშავებული უგლუტენო ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი შეიძლება ჩართული იქნას აგლუტენური დიეტის რაციონში.

სტატიის ჩამოტვირთვა