სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ყველის ტექნოლოგიის შემუშავება

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი მცენარეული ნედლეულის მოძიება და გამოყენება საკვები პროდუქტების წარმოებაში წარმოადგენს პერსპექტიულ მიმართულებას, რაც შესაძლებლობას იძლევა…

ირმა ბერულავა, ლანა ჯვარშეიშვილ

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები | #1(21), 2023

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი მცენარეული ნედლეულის მოძიება და გამოყენება საკვები პროდუქტების წარმოებაში წარმოადგენს პერსპექტიულ მიმართულებას, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქციის ასორტიმენტი. ფუნქციური დანიშნულების რძის პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოების მიზნით ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ბოსტნეულის - სტაფილოსა და ბულგარული წიწაკის ქიმიური შედგენილობა. შემუშავებული იქნა საკვები დანამატის მიღების და ყველის ახალი ასორტიმენტის ტექნოლოგია. ბოსტნეულით გამდიდრებულ ყველში განსაზღვრული იქნა C ვიტამინის და Ca შემცველობა. დადგენილი იქნა, რომ Caის მაღალი შემცველობით (664,32მგ%) გამოირჩევა ყველი გახეხილი სტაფილოთი; რაც შეეხება C ვიტამინის შემცველობას, ის ბულგარული წიწაკისა და სტაფილოს ერთობლივი დამატების შემთხვევაში კონტროლთან შედარებით გაიზარდა 25მგ%-ით. ასევე •განსაზღვრული იქნა ახალი პროდუქტების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები. დადგენილ იქნა, რომ ისინი არის ნორმის ფარგლებში. 

სტატიის ჩამოტვირთვა