სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

ნახშირორჟანგის რეფიქსაცია და ლიზინის მეტაბოლიზმი ბუნებრივი სპირტული დუღილისა და ღვინის შამპანიზაციის დროს

ექსპერიმენტებში შესწავლილია ნახშირორჟანგის ნახშირბადის გამოყენების შესაძლებლობათა გამოვლენა ლიზინის მეტაბოლიზმში ბუნებრივი სპირტული დუღილისა და ბოთლური შამპანიზაციის დროს. დადგენილია,…

ვარლამ აპლაკოვი

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები | #1(21), 2023

ექსპერიმენტებში შესწავლილია ნახშირორჟანგის ნახშირბადის გამოყენების შესაძლებლობათა გამოვლენა ლიზინის მეტაბოლიზმში ბუნებრივი სპირტული დუღილისა და ბოთლური შამპანიზაციის დროს. დადგენილია, რომ შეთვისებული ნახშირორჟანგის რაოდენობა პირველად დუღილში 4, 0 % - ს შეადგენს, მეორეული დუღილის პირობებში კი 5, 3 – 6 % - მდე იზრდება, თუმცა CO2 - ის მატებასა და მის რეფიქსაციის ინტენსივობას შორის პირდაპირი კორელაციური კავშირი დუღილის ყველა სტადიაზე არ ვლინდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ ორივე დუღილის პირობებში 1 14C - ლიზინისა და 14CO2 - ის ნახშირბადების განაწილების სურათი საფუვრისა და ღვინის კომპონენტებში ერთიან ზოგად კანონზომიერებას გამოხატავს.

სტატიის ჩამოტვირთვა