სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

ბოჭკოვანი პოლიმერული კომპოზიტების პროექტირების ზოგიერთი ასპექტები

ბოჭკოვანი პოლიმერული კომპოზიტები თანამედროვე მასალების მნიშვნელოვან კლასს მიეკუთვნებიან, რომლებიც ტრადიციული მასალებისაგან მკვეთრად განსხვავდებიან თავინათი თვისობრივი შესაძლებლობებით.…

თამარ მოსეშვილი

მასალათმცოდნეობა | #2(22), 2023

ბოჭკოვანი პოლიმერული კომპოზიტები თანამედროვე მასალების მნიშვნელოვან კლასს მიეკუთვნებიან, რომლებიც ტრადიციული მასალებისაგან მკვეთრად განსხვავდებიან თავინათი თვისობრივი შესაძლებლობებით. შემადგენელი კომპონენტების სხვადასხვა კომბინაციებით შესაძლებელია წინასწარ მოცემული თვისებების მქონე სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების მასალების მიღება. ნაშრომში განხილულია საფეიქრო მასალების 4 იერარქიული დონე, რომელიც განსაზღვრულია მხოლოდ იმ ტექსტილური სტრუქტურებისათვის, რომლებშიც ბოჭკოვანი მასალები ერთმანეთთან შეკავშირებულია მხოლოდ ხახუნის ძალით. მაგრამ არსებობს არატრადიციული ტექნოლოგიით მიღებული საფეიქრო ტილოები - დაუგრეხავი (შეწებილი) ნართისაგან ფორმირებული საფეიქრო ტილოები, რომლებიც მიკრო კომპოზიტებია. ამიტომ იერარქიის მე-4 დონე უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საფეიქრო მასალების ჯგუფი არის ის ბოჭკოვანი მასალა, რომელშიც ბოჭკოები/ძაფები დაკაშირებული არიან ხახუნის ან ადჰეზიური ძალებით.

სტატიის ჩამოტვირთვა