სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

სფერული შვიდრგოლიანი მექანიზმის გამოყენება სფერულ ზედაპირზე შესაზეთი ღარაკების მომჭრელ მოწყობილობაში

დაგეგმარებულია სფერულ ზედაპირზე მრუდწირული ღარაკების მომჭრელი მოწყობილობა, რომელშიც მჭრელი იარაღი წარმოდგენილია ორი თავისუფლების ხარისხის მქონე სფერული შვიდ-რგოლიანი სახსროვანი…

ზაზა ჟორჟოლიანი, ეთერი ფოფხაძე, იზოლდა კვერნაძე

საინჟინრო საქმე | #2(22), 2023

დაგეგმარებულია სფერულ ზედაპირზე მრუდწირული ღარაკების მომჭრელი მოწყობილობა, რომელშიც მჭრელი იარაღი წარმოდგენილია ორი თავისუფლების ხარისხის მქონე სფერული შვიდ-რგოლიანი სახსროვანი მექანიზმის სახით, რომლის ბარბაცა მექანიზმში ჩამონტაჟებულია მრავალ კბილიანი მჭრელი საიარაღო თავაკი. იგი ჭრის სიჩქარით ბრუნავს დასამუშავებელი სფეროს ცენტრზე გამავალი საკუთარი ღერძის გარშემო და უძრავად დამაგრებულ სფერულ ზედაპირზე მიწოდების სიჩქარით აღწერს წინასწარ ფიქსირებულ ჩაკეტილ ტრაექტორიას. მოწყობილობა საშუალებას იძლევა გაზარდოს მჭრელი იარაღის მანევრირება დასამუშავებელი სფერული ზედაპირის მიმართ. ასევე განსაზღვრულია მექანიზმის რგოლე-ბის ზომები, რაც საშუალებას იძლევა შემავალი რგოლების სინთეზის საშუა-ლებით მიღწეული იყოს მისი სრული მობრუნება დგარის მიმართ.

სტატიის ჩამოტვირთვა