სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
საბჭოთა ლიტერატურის არსებობა თავისთავად გულისხმობს ანტიუტოპიური რომანის ფორმირებას, რომლისთვისაც განსაკუთებით ნიშანდობლივია „გაჩერებული“ ანუ „გაყინული დრო“, რაც გარკვეულ ჩარჩოში მოქცევის, უმოქმედობის ნიშანია და ის ხდება მიზეზი მომავლისკენ ხედვის, ამ დროს მწერალი „იძულებულია“ მყოფადის სახელით რაღაც შეცვალოს, „დაასრულოს“ ისტორია, მაგრამ ისე, რომ პერსონის მიერ განხორციელებული დროში ნახტომი შენიღბოს. გურამ ფანჯიკიძის რომანების ანტიუტოპიურ ჭრილში განხილვისას აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს დროის ფაქტორს, რაც ბევრჯერ წამოჭრილა მის ტექსტებში. გურამ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ უძრაობის ეპოქაში შექმნილი რომანია, რომლის პერსონაჟებიც მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში აცნობიერებენ მოქმედების არსს თუ საჭიროებას და საათის აჩქარებულ ისრებთან ერთად დინამიკაში მოჰყავთ საკუთარი თავი, რომ შეძლონ აწმყოს სახელით მომავლისკენ ხედვა, იმისათვის, რომ „სხვა“ სივრცეში მაინც დადგეს „სხვა“ დრო.