სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარში ურარტუს მმართველები, მათ შორის მეფე მენუა აწარმოებდნენ სამხედრო ექსპედიციებს თანამედროვე კავკასიიის ტერიტორიაზე. ამ კონფრონტაციის ერთადერთ წყაროდ გვევლინებიან ურარტული ლურსმული ტექსტები. წარწერების თარგმნა და ანალიზი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის ამიერკავკასიის რეგიონის შესახებ. ჩვენს ნაშრომში განხილულია თანამედროვე იაზილიტაში აღმოჩენილი მეფე მენუას ერთი წარწერა და ამ წყაროში მოხსენებული კავკასიური ტოპონიმები, მათი ლოკალიზაციისა და იდენტიფიცირების საკითხები და შესაბამისად მარშუტი, რომლითაც ურარტუელმა მეფემ იხელმძღვანელა. ასევე, მაშინდელი დიაუხის სამხედრო-პოლიტიკური სურათი. სტატიაში დაზუსტებულია უძველესი ქართული სახელმწიფოს - დიაუხის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრები და მისი რამდენიმე ტოპონიმის ადგილმდებარეობა. კერძოდ, გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი იწყებოდა ურარტულ ტექსტებში მოხსენიებულ ქალაქ შაშილუდან. ნაშრომში წარმოდგენილია წარწერაში აღწერილი სამხედრო ექსპედიციის მიმართულება. მენუას და უტუფურსს შორის დადებული გარიგება შედარებულია ეგვიპტის და ხეთას მმართველების - რამზეს II-ს და მუვათალს შორის ქადეშის ბრძოლის შემდეგ დადებულ გარიგებასთან, რომელიც რეალურად თანაბარი პირობების შეთანხმება იყო ორივე მხარისთვის, თუმცა მოგვიანებით ორივე მონარქი გამარჯვებას იბრალებდა. ნაშრომის კიდევ ერთი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ მენუას და მისი ძის არგიშთის შემდეგ დიაუხის ურარტული წარწერებიდან გაქრობა არ ნიშნავს მაინდამაინც იმას, რომ დიაუხი დაეცა. ცნობილია, რომ როცა ასურეთმა ურარტუ საბოლოოდ დაამარცხა, ამის შემდეგ ასურეთი გაქრა ურარტულ ტექსტებში.