სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
მცენარეული ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ექსტრაქციას უხსოვარი დროიდან მიმართავდნენ მედეას სამშობლოში. დროთა განმავლობაში კი მოხდა ექსტრაქციის მეთოდებისა და მეთოდოლოგიის დახვეწა. სუპერფლუიდური ექსტრაქციის მეთოდი კი ერთერთი ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდია. ჩვენ მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიაში, პროფესორ ალეკო კალანდიას ხელმძღვანელობით Vitis labrusca (Fox Grape)-ს ოჯახის ფერადი ყურძნის „ზეიბელ 5455“-ის არაფერმენტირებული წიპწიდან სუპერფლუიდური ექსტრაქციით (ექსტრაქციის პროცესში კოსოლვენტად გამოყენებული იყო მეთილის სპირტი 20%-ის ფარგლებში) მიღებული იქნა მცენარეული ზეთი და გამოკვლეულ იქნა მასში შემავალი მაღალი რიგის კარბონმჟავებისა და მათი ეთერების თვისობრივი და რაოდენობრივი შედგენილობა. ქრომატოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიბრიდული ყურძნის (ზეიბელ-5455) წიპწიდან მიღებული ზეთი შეიცავს ხუთ დომინანტ კარბონმჟავას: - Palmitic acid methyl ester (C16:0) 8.407 %, Linoleic acid methyl ester (C18:2n6c) 66.801 %, Oleic acid methyl ester (C18:1n9c) 19.779 %, Elaidic acid methyl ester (C18:1n9t) 0.656 %, Stearic acid methyl ester (C18:0) 3.451 %. სხვა კარბონმჟავები ძალიან მცირე ოდენობითაა წარმოდგენილი ჩვენ მიერ კვლევისათვის შერჩეული ფერადი ყურძნის წიპწის სუპერფლუიდურ ექსტრაქტებში. Vitis labrusca (Fox Grape)-ს ოჯახის ფერადი ყურძნის „ზეიბელ 5455“- ის (რომელიც კულტივირებულია ბაღდათის მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონაში) წიპწის ზეთის კარბონმჟავების რთული ეთერებიკვლევის ქრომატოგრაფიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყურძნის წიპწიდან მიღებულ მცენარეულ ცხიმში (ზეთში) დომინანტ ნაერთს წარმოადგენს ლინოლეინის მჟავა, რომელსაც უჭირავს საკვლევ ნიმუშში არსებული ცხიმმჟავების საერთო ფართობის 66,801%.