სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
კვლევის მიზანი იყო ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოზარდი მერქნიანი მცენარეების მდგომარეობის შესწავლა და მათი რეაბილიტაციის ღონისზიებების შემუშავება. ობიექტზე მცენარეების დათვალიერებამ და მათმა შესწავლამ აჩვენა, რომ აქ იზრდება: 32 ოჯახის, 53 გვარის, 63 სახეობის საკმაოდ ფართო ასორტიმენტის მქონე 1144 ძირი მცენარე, რომლებიც წარმომადგენელია წიწვოვნების, მარადმწვანე ფოთლოვნების და პალმების სახით. ჭავჭავაძის გამზირის გაყოლებაზე, რიგობრივი ნარგაობის სახით ძირითადად იზრდება აღმოსავლეთის ჭადრის ზრდასრული მცენარეები, რომელთა გასხვლა-ფორმირება წლების განმავლობაში არასწორად - აგროტექნიკური ხერხების დარღვევით მიმდინარეობდა, რამაც დაამახინჯა ისინი, რის გამოც ბევრი მათგანი გახმა. გამზირის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ძირითადად იზრდება სხვა სახეობის ასაკოვანი მცენარეები, რომლებიც, ასევე საჭიროებენ სწორ სხვლა-ფორმირებას და მოვლის აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებას. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო წლებში დარგული მცენარეების უმეტესობა წესების დარღვევითაა დარგული, რაც ასევე მოითხოვს კვალიფიცირებული სპეციალისტების ჩარევას და მდგომარეობის გამოსწორებას.