სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
ნებისმიერი უნივერსიტეტი, რომელიც ისწრაფვის იყოს მოწინავეთა შორის, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს აკადემიური გამოცემის მეშვეობით წარუდგეს როგორც სამეცნიერო საზოგადოებას, ისე ფართო აუდიტორიას. სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალი არის უნივერსიტეტის დესპანი ეროვნულ თუ საერთაშორისო საუნივერსიტეტო სივრცეში, კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის (და არა მარტო მათთვის) დამკვიდრდნენ აკადემიურ წრეებში. „მოამბეში“ თავს იყრის ის სამეცნიერო ტრადიციები, რომლებიც გააჩნდათ ამჟამად უკვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაერთიანებულ უმაღლეს სასწავლებლებს. საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ კვლევითი მიმართულებების სიუხვე, ერთი მხრივ, განაპირობებს „მოამბის“ მრავალფეროვნებას და, მეორე მხრივ, ზრდის ინტერესს მის მიმართ. სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა პირველად 1940-იან წლებში დაიწყო ყოფილმა პედაგოგიურმა ინსტიტუტმა, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო გარკვეული პერიოდულობით გამოდიოდა. უნივერსიტეტის ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1993 წლიდან ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ჟურნალის „უნივერსიტეტის მოამბის“ გამოცემა. სამწუხაროდ, მისი გამოცემაც რამდენიმე წლის შემდეგ შეწყდა და მხოლოდ 2013 წელს განახლდა თითქმის იმავე პრინციპების გათვალისწინებით „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბის“ სახით. ამჟამად მის რედკოლეგიაში ნაყოფიერად თანამშრომლობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სულ უფრო იზრდება უცხოელ ავტორთა რიცხვიც, ჟურნალი ვითარდება და მიზნად ისახავს მასში გამოქვეყნებული პროდუქციის ხარისხის უწყვეტად ამაღლებასა და ტექნიკური პარამეტრების დახვეწას, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში სრულფასოვნად დამკვიდრებას.