სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

ნარჩენი ძაბვებისა და დეფორმაციების შემცირების გზები მსუბუქი ლითონის კონსტრუქციების დამზადების დროს

ლითონის კონსტრუქციები თავისი მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების გამო ფართოდ გამოიყენება ყველა დარგში. მშენებლობაში ლითონის კონსტრუქციების გამოყენება საშუალებას იძლევა დავაპროექტოთ…

პარმენ ყიფიანი, მალხაზ დოგრაშვილი, სვეტლანა მინდაძე, თევდორე ფხაკაძე

საინჟინრო საქმე | #2(20), 2022

ლითონის კონსტრუქციები თავისი მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების გამო ფართოდ გამოიყენება ყველა დარგში. მშენებლობაში ლითონის კონსტრუქციების გამოყენება საშუალებას იძლევა დავაპროექტოთ შენობა-ნაგებობების ცალკეული ანაკრები ელემენტები, რომლებსაც შედარებით მცირე მასა ექნება. მიუხედავად ამისა, მუდმივად მიმდინარეობს სამუშაოები კონსტრუქციების საკუთარი წონის შესამცირებლად. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თხელკედლიანი ოთხკუთხა მილები. თუმცა კონსტრუქციების შედუღებით დამზადებისას ჯერ კიდევ რჩება უდეფექტო შენადუღი შეერთებების მიღების, ნარჩენი ძაბვების და პლასტიკური დეფორმაციების შემცირების პრობლემები, რომლებიც საბოლოო ჯამში კონსტრუქციის დაბრეცვას იწვევს. ნაშრომში განხილულია ლითონის თხელკედლიან კონსტრუქციებში ნარჩენი ძაბვების და დეფორმაციების შემცირების გზები, შედუღების ოპტიმალური ტექნოლოგიის დამუშავებით.

სტატიის ჩამოტვირთვა