სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

განახლებადი ენერგიის წყაროების ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობები

ნაშრომში განხილულია ჰიბრიდული ელექტროენერგეტიკული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ალტერნატიული ენერგიების წყაროებზე აგებული ელექტროსადგურების პარალელური მუშობის შესაძლებლობებს.…

ზაზა პაპიძე, შორენა ფხაკაძე, ლალი ზივზივაძე

ენერგია | #2(20), 2022

ნაშრომში განხილულია ჰიბრიდული ელექტროენერგეტიკული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ალტერნატიული ენერგიების წყაროებზე აგებული ელექტროსადგურების პარალელური მუშობის შესაძლებლობებს. დამუშავებულია აღნიშნული ელექტროსისტემის განზოგადოებული სტრუქტურული და პრინციპული ელექტრული სქემები. წარმოდგენილი ჰიბრიდული ელექტროენერგეტიკული სისტემა უნიფიცირებულია იმ თვალსაზრისით, რომ მას შეუძლია იმუშაოს როგორც ავტონომიურ რეჟიმში, ასევე ცვლადი დენის ქსელთან პარალელურად. ამის საშუალებას გვაძლევს გარდამქმნელებში გამოყენებული თანამედროვე ნახევარგამტარული ხელსაწყოები. ასეთი სისტემების გამოყენება და ფართოდ დანერგვა დადებითად აისახება, ჩვენი ქვეყნის უწყვეტ ელექტრომომრაგებაზე, ეკოლოგიასა და ეკონომიკაზე.

სტატიის ჩამოტვირთვა