სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
ციტრუსოვანთა შორის ყველაზე რენტაბელური მანდარინის კულტურის შემდგომი ინტენსიფიკაციის ერთ-ერთი ეფექტური გზა ადგილობრივ პირობებში მიღებული ჯიშებისა და ფორმების გამოყენებაა. სტატიაში წარმოდგენილია ციტრუსოვანთა კულტივირების შედარებით მკაცრ პირობებში გამორჩეული მანდარინ “ადრეულას” ადრემწიფადი კლონ №200253 და საშუალომწიფადი კლონ №2002246-ის ნაყოფმსხმიარობის სამწლიანი შესწავლის შედეგები. დადგინდა, რომ სტანდარტულ ჯიშ მანდარინ უნშიუსთან და საწყის ჯიშ მანდარინ “ადრეულასთან” შედარებით, აღნიშნული კლონები სრულმსხმოიარობის პერიოდშიც ავლენენ მაღალი მოსავლიანობისა და ნაყოფების მაღალი ხარისხიანობის უნარს, რის გამოც ისინი რეკომენდირებულია მასობრივი გამრავლებისათვის საწარმოო პლანტაციების გასაშენებლად.