სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

პოლიტიკური ლიდერის მხატვრული სახის ოპოზიციები პლუტარქეს პარალელურ ბიოგრაფიებში (ძმები გრაკხუსები)

განხილულ მასალაზე დაყრდნობით, გაგვიჭირდება იმის თქმა, პლუტარქე, უპირატესად, წარმოსახავს, ლიდერებს, როგორც დადებით, თუ როგორც უარყოფით პერსონაჟებს. ეს რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს,…

თათია მარდალეიშვილი

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #1(21), 2023

განხილულ მასალაზე დაყრდნობით, გაგვიჭირდება იმის თქმა, პლუტარქე, უპირატესად, წარმოსახავს, ლიდერებს, როგორც დადებით, თუ როგორც უარყოფით პერსონაჟებს. ეს რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, შევეცდებით, მოვიტანოთ ერთგვარი ნუსხა იმ ოპოზიციური თვისებების, რომელთა გამოკვეთა ხერხდება მიმოხილულ მასალაში. ეს თვისებები, ძირითადად, დაიყვანება ფუნდამენტალურ ოპოზიციურ წყვილამდე - კარგი/ცუდი. შევეცდებით, განვალაგოთ ისინი ორ შესაბამის გრაფაში, სამ ჯგუფად: 1. ვინ არის პლუტარქეს ლიდერი; 2. როგორია პლუტარქეს ლიდერი; 3. რა გააკეთა პლუტარქეს ლიდერმა. ვფიქრობთ, ამ პრობლემატიკის შესწავლა ქართულ კლასიკურ ფილოლოგიასა და ლიტერატურათმცოდნეობაში კვლევის ახალ ასპექტებს წარმოაჩენს, თანამედროვე ლიდერებისთვის ძმები გრაკხუსები კიდევ დიდხანს იქნებიან ტონის მიმცემი, მისაბაძი მაგალითები, ხოლო მკითხველისთვის - აღფრთოვანების საგანი იმ დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით, რომლებიც პლუტარქემ უკვდავყო თავის „პარალელურ ბიოგრაფიებში“.

სტატიის ჩამოტვირთვა