სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
დღეისათვის საკმაოდ დიდ დაინტერესებას იწვევს ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის დანამატები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინებს, მიკროდა მაკროელემენტებს, უჯერ ცხიმმჟავებს, საკვებ ბოჭკოებს. ასეთი დანამატების გამოყენება საშუალებას იძლევა მივიღოთ სამკურნალო- პროფილაქტიკური და ფუნქციური დანიშნულების ახალი პროდუქტები კარგი ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით. ამ მიზნით ჩავატარეთ გამოკვლევები და დავადგინეთ ტექნოლოგიური პარამეტრები გოგრის თესლის დამატებით მარციპანის კანფეტის ნაწარმის მისაღებად. მიღებული შედეგებით დადასტურდა, რომ საკონტროლო რეცეპტურაში ნუშის მასის გოგრის ნედლი თესლის მასით შეცვლის ოპტიმალური ოდენობაა 30%. ჩვენს მიერ შემუშავებული ნაწარმი როგორც ორგანოლეპტიკური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით აკმაყოფილებდა ნაწარმზე არსებული სტანდარტის მოთხოვნებს.